სოფლის მეურნეობა
მიწის რეგისტრაციისთან დაკავშირებით გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ - კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.

დასწრება თავისუფალია. შეხვედრა გაიმართება 13 სექტემბერს, 12:30 წუთზე.
| Print |
FaceBook Twitter Google