სოფლის მეურნეობა
კახეთში ყურძნის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. დღევანდელი მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 200 მილიონ ლარს აღწევს.

გადამუშავებული ყურძნიდან 114 ათას ტონამდე რქაწითელია, 74,5 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 53,2 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 51,3 ათასი ტონა, თელავი - 39 ათასი ტონა, სიღნაღი - 22 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,7 ათასი ტონა, ახმეტა - 8,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 7,1 ათასი ტონა და საგარეჯო 6,4 ათასი ტონა.

დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე საწარმოა ჩართული. 

| Print |
FaceBook Twitter Google