სოფლის მეურნეობა
თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
მათივე თქმით, სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა თხილის ბაღი.

• სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით
• პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
• ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
• მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
• პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა
• თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


| Print |
FaceBook Twitter Google