სოფლის მეურნეობა
საქართველოში დაღერღილი ხორბლის იმპორტი ნოემბრამდე იკრძალება
უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლალი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეიზღუდება.


შეგახსენებთ, რომ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის შირაქის ველზე მოსავლის 90 პროცენტი უკვე აღებულია.

სამინისტროში ამბობენ, რომ სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხორბალი /