სოფლის მეურნეობა
ყურძენზე სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციაში, 2023 წლის რთველთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობის სუბსიდირება განვახორციელოთ. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება, “- გააცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, სამინისტროს განცხადებით, საფერავს სუბსიდირება არ ეხება და ფასს დაარეგულირებს ბაზარი.


| Print |
FaceBook Twitter Google