სოფლის მეურნეობა
ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული-ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
მისივე თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 450 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 300 კომპანია.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს დავათვალიერე და გავეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა უკვე.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 300-მდე კომპანია არის ჩართული ამ პროცესში, ჯამში 450 კომპანიაა ქვეყანაში, მაგრამ აქედან 300 კომპანია არის ჩართული. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შტაბის მუშაობით. ისინი ლაივრეჟიმით აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას, მიღების პროცესს, დაწყებული მიღებიდან, ჩაბარების, მთელ პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. 
შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2012 წელს 25 ათასი ჰექტარი იყო ქვეყანაში. დღეს არის 50 ათასი ჰექტარი უკვე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი პროგრამების, დახმარებების შედეგი. ასევე გეტყვით, რომ თუ მაგალითისთვის, 2012 წელს 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან რეკორდული, 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა. ჯამურად შარშან 400 მილიონი დოლარის ექსპორტით მიღებული შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდა ამ ოჯახებში, რეგიონში და არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც არის მეღვინეობა განვითარებული.

450 კომპანიაა, ადრე იყო რამდენიმე ათეული კომპანია, როგორც უკვე მოგახსენეთ და საერთოდ, არავითარი დახმარება არ ეძლეოდათ მევენახეებს და მეღვინეობას, ზოგადად, ამ დარგს.“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 68 ათას ტონამდე - რქაწითელი, 92 ათას ტონამდე - საფერავი, 3 ათასი ტონა - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


| Print |
FaceBook Twitter Google