ტურიზმი
კახეთის რეგიონი
სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი მხა­რე-კა­ხე­თი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს და რე­გი­ო­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე დი­დი ტე­რი­ტო­რია უკა­ვია (და­ახ­ლო­ე­ბით 11342 კვ. კი­ლო­მეტ­რი) მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 407 ათასს აღე­მა­ტე­ბა. კა­ხეთს ორ ნა­წი­ლად ჰყოფს ცივ-გომ­ბო­რის ქე­დი, სა­ი­და­ნაც და­სავ­ლე­თით ივ­რის, აღ­მო­სავ­ლე­თით კი ალაზ­ნის ვე­ლის იშ­ვი­ა­თი ბუ­ნებ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა იშ­ლე­ბა. მნახ­ველ­ზე და­უ­ვიწ­ყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს და­ვით გა­რე­ჯის უდაბ­ნო, თუ­შე­თის მთი­ა­ნე­თი, ლა­გო­დე­ხი­სა და ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რძა­ლე­ბი, ახ­ტა­ლის ჩამ­ქრა­ლი ვულ­კა­ნი და სხვა. ჰა­ვა ზო­მი­ე­რია, ბუ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

კა­ხე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრია თე­ლა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ეს რე­გი­ო­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ თუ ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, კა­ხეთ­ზე გა­დი­ო­და ევ­რო­პი­დან აზი­ი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი აბ­რე­შუ­მის გზა.
უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მხა­რე, სა­დაც ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის მრა­ვა­ლი ნა­სად­გო­მა­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ხუ­როთ­მოძ­ღვრუ­ლი ძეგ­ლე­ბის სა­კულ­ტო შე­ნო­ბე­ბის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის, სა­თავ­დაც­ვო, თუ სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბის სიმ­რავ­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

კა­ხე­თი ვა­ზის სამ­შობ­ლოა. ვე­ნა­ხებს სა­ერ­თო ფარ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უკა­ვია. ამ რე­გი­ონ­შია მეღ­ვი­ნე­ო­ბის ისე­თი ცნო­ბი­ლი მიკ­რო­ზო­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: წი­ნან­და­ლი, თე­ლი­ა­ნი, ნა­ფა­რე­უ­ლი, ვა­ზი­სუ­ბა­ნი, მუ­კუ­ზა­ნი, ახა­შე­ნი, გურ­ჯა­ა­ნი, კარ­დე­ნა­ხი, ტი­ბა­ა­ნი, ქინ­ძმა­რა­უ­ლი, მა­ნა­ვი, ენი­სე­ლი, გრე­მი. კა­ხეთ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბიც.
მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და მეღ­ვი­ნე­ო­ბა დღე­საც მხა­რის ეკო­ნო­მი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დარ­გია. ღვი­ნო აქ ყვე­ლა ოჯახ­ში მზად­დე­ბა. სტუმ­რებს სი­ა­მოვ­ნე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან სახ­ლში და­წუ­რუ­ლი ღვი­ნით, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბით, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძლე­ბი აც­ნო­ბენ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და თვით­მყო­ფად ეთ­ნოგ­რა­ფი­ას.

კა­ხე­თის მხა­რე­ში აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი-გუ­ბერ­ნა­ტო­რი. მხა­რე­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი (საკ­რე­ბუ­ლო) და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი (გამ­გე­ო­ბა) ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ.
კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი რვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, კერ­ძოდ მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის: თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, გურ­ჯა­ა­ნის, ყვარ­ლის, დე­დოფ­ლის­წყა­როს, ლა­გო­დე­ხის, სა­გა­რე­ჯოს, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რეგიონი /