ტურიზმი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, რომ­ლის ფარ­თო­ბია 1532 კვ 2, კა­ხე­თის ტე­ი­ტო­რი­ის 22 პრო­ცენ­ტი უჭი­რავს. იგი მდე­ბა­რე­ობს მდ. ალაზ­ნის ველ­სა და მდ. იო­რის კა­ლა­პო­ტებს შო­რის ამაღ­ლე­ბულ ზე­გან­ზე , რომ­ლის უ­დაბ­ლე­სი წერ­ტი­ლი (90 მ ზღვის დო­ნი­დან) იმ­ყო­ფე­ბა მინ­გე­ჩა­უ­რის წყალ­სა­ცავ­თან მდ. იო­რის შე­სარ­თა­ვის მახ­ლობ­ლად, ხო­ლო უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი, მთა ნი­კო­რას­ცი­ხე (1001 მ ზღვის დო­ნი­დან) ქ. დე­დოფ­ლის­წყა­როს სამ­ხრე­თი­თაა.
დე­და­ქა­ლა­ქი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 131 კმ-ით, ხო­ლო კა­ხე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი­დან-90 კმ-ით. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რია და 32 ათას 772 შე­ად­გენს.
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი და ჩრდი­ლო ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად სახ­ნავ-სა­თეს მი­წებს, ვე­ნა­ხებს, ბა­ღებს და სხვა სა­ვარ­გუ­ლებს უჭი­რავს.

ეკო­ნო­მი­კის წამყ­ვა­ნი დარ­გია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მათ შო­რის მეცხვარეობა, მე­მინ­დვრე­ო­ბა და მეც­ხო­ვე­ლე­ო­ბა. მე­მინ­დვრე­ო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­ე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ხო­ლო მეც­ხო­ვე­ლე­ო­ბი­დან მსხვილ­ფე­ხა პი­რუტ­ყვის მოშ­ე­ნე­ბა და რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბა.
აღ­მო­სავ­ლე­თით და სამ­ხრე­თით ესაზ­ღვრე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ხო­ლო და­სავ­ლე­თით და ჩრდი­ლო­ე­თით სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი.
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­დის 1 ქა­ლა­ქი და 12 სო­ფე­ლი.
| Print |
FaceBook Twitter Google