ტურიზმი
ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი
ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ზღვის დო­ნი­დან 200-450 მეტ­რზე სა­ქარ­თვე­ლოს უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, მდი­ნა­რე ალაზ­ნის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს­თან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზ­ღვარ­ზე. ჩრდი­ლო­ე­თით მას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კა ესაზ­ღვრე­ბა, აღ­მო­სავ­ლე­თით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი (ბე­ლექ­ნის რა­ი­ო­ნი), აგ­რეთ­ვე ყვარ­ლის, გურ­ჯა­ა­ნისა და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი. ლა­გო­დე­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ზო­მი­ე­რად ტე­ნი­ა­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი.

ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს 890, 2 კვ.კმ. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­დის 1 ქა­ლა­ქი 66 სო­ფე­ლი.
ლა­გო­დე­ხის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა 52 502.
ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია- ქა­ლა­ქი ლა­გო­დე­ხი. მან­ძი­ლი თბი­ლი­სამ­დე-160-კმ._ია; თე­ლე­ვამ­დე 80 კმ-ია.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლი შე­ად­გენს 89,021 ათას ჰექ­ტარს. ეკო­ნო­მი­კა­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია მე­ბოს­ტნე­ო­ბა-მე­ბა­ღე­ო­ბა. ამ სფე­რო­ში ლა­გო­დეხს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს.
ლა­გო­დე­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა.

სა­ხელ­წო­დე­ბა ლა­გო­დე­ხი პირ­ვე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ჯუ­ან­შე­რის მა­ტი­ა­ნე­ში, "ცხოვ­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ვახ­ტანგ გორ­გას­ლი­სა", რო­მელ­შიც და­მოწ­მე­ბუ­ლია ტო­პო­ნი­მი "ლა­კუ­ას­ტი" ანუ "ლაკ­ვას­ტი" (ლაკ­ვა სულ­ხან სა­აბს გან­მარ­ტე­ბით წყლი­ან ად­გილს ნიშ­ნავს) ლა­კუ­ას­ტის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლია ცი­ხე-სი­მაგ­რე, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბიც დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქა­ლაქ ლა­გო­დეხ­ში, ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ლა­კუ­ას­ტის ცი­ხეს მე­ფე არ­ჩი­ლის (668-718) სა­ხელს უკავ­ში­რებს.

ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ VII სა­უ­კუ­ნე­ში, ლა­გო­დე­ხის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ­მა მე­ფე არ­ჩილ­მა აა­გო სა­ზაფ­ხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია "მა­ჭის ცი­ხე" (თო­ღა), რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე მა­წი­მის­წყლი­სა და ბნე­ლი ხე­ვის შე­სარ­თავ­თან, ლა­გო­დე­ხის სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მო­ად­გენ­და მა­ჭის სა­ე­რის­თა­ვოს ცენტრს, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სა­ზაფ­ხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად იქ­ცა. მე-15 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ის თე­მურ ლენ­გმა აა­ოხ­რა, ხო­ლო მე-17 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა ფუნ­ქცია.
თვით ტო­პო­ნი­მი ლა­გო­დე­ხი უფ­რო გვი­ან XI სა­უ­კუ­ნე­ში გვხვდე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მკვიდ­რდე­ბა კი­დეც. 1831 წელს აქ და­არ­სდა სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­მე­ლიც 1857 წელს სა­მო­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბად გა­და­კეთ­და და იქ­ცა და­ბად.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლაგოდეხი /