ტურიზმი
გურ­ჯა­ა­ნის მუნიციპალიტეტი
გურ­ჯა­ა­ნის მუნიციპალიტეტი გომ­ბო­რის ქე­დის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 415 მ-ზე მდე­ბა­რე­ობს და დე­და­ქა­ლა­ქი­დან 113 კმ-ითაა მო­შო­რე­ბუ­ლი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია ქა­ლა­ქი გურ­ჯა­ა­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქად გა­მოდ­ცხად­და 1934 წლი­დან.
ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდი­ნა­რე ალაზ­ნით გა­მო­ე­ყო­ფა ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით ესაზ­ღვრე­ბა თე­ლავს, ხო­ლო სამ­ხრეთ-დას­ვლე­თით სიღ­ნაღს.
გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფარ­თო­ბი 849 კვ.კმ-ია, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის 1 ქა­ლა­ქი და 28 სო­ფე­ლი.
მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენს: 74 ათას 487-ს.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს კა­ხე­თის გუ­ლად და ვა­ზის სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. აქ ხა­რობს ყურ­ძნის ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სა­ფე­რა­ვი, რქა­წი­თე­ლი, წა­რა­ფი და ა. შ.
სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე მე­ტი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა გურ­ჯა­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა თავ­მოყ­რი­ლი.
მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას­თან ერ­თად აქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მე­ხი­ლე­ო­ბაც. გან­თქმუ­ლია გურ­ჯა­ა­ნუ­ლი ატა­მი და მარ­წყვი. ეკო­ნო­მი­კის წამ­ყვან დარ­გებს წარ­მო­ად­გენს აგ­რეთ­ვე, მე­ფუტ­კრე­ო­ბა და მეც­ხო­ვე­ლე­ო­ბა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რია მჭიდ­როდ ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი რო­გორც ბრინ­ჯა­ოს, ისე ან­ტი­კურ და ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში.
ქ. გურ­ჯა­ა­ნის სა­ხე­ლის წარ­მო­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხალ­ხურ გად­მო­ცე­მებ­ში მრა­ვა­ლი ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერთ ის­ტო­რი­უ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად ამ სა­ხელს თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბა აქვს: სიტ­ყვა `გურჯ~ ქარ­თველს ნიშ­ნავს, ხო­ლო "გურ­ჯა­ა­ნი" ქარ­თველ­თა სად­გომს. მე­ო­რე ვერ­სი­ით, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუ­კა­ზე ახ­ტა­ლა­სა და ჩუმ­ლაყს შო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლია გუ­რე­მა­ნი და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ სა­ხელ­წო­დე­ბა გურ­ჯა­ა­ნი არის გუ­რე­მა­ნის სა­ხეც­ვლი­ლი ფორ­მა.

გურ­ჯა­ა­ნის მუნიციპალიტეტში მდე­ბა­რე­ობს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი.
გურ­ჯა­ა­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს წარ­მო­ად­გენს ჯა­რის­კა­ცის მა­მის ძეგ­ლი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ერთ-ერ­თი გურ­ჯა­ა­ნე­ლი გლე­ხის, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის ვა­ჟი ბრძო­ლა­ში და­იჭ­რა. შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად წა­სულ­მა მა­მამ მთე­ლი ფრონ­ტი შე­მო­ი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ 1964 წელს ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა რე­ზო ჩხე­ი­ძემ ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფილ­მის გმი­რის სა­ხე, რო­მე­ლიც დი­დე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძემ გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ჯა­რის­კა­ცის მსოფ­ლიო მა­რა­დი­უ­ლი მა­მის გან­ზო­გა­დე­ბულ სა­ხედ იქ­ცა. ომ­ში მოხ­ვედ­რი­ლი უბ­რა­ლო გლე­ხი შვი­ლის პოვ­ნი­სა და მტერ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ღრმა რწმე­ნით, მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბით მი­ი­წევს წინ. თუმ­ცა, სა­უ­ბე­დუ­როდ, შვი­ლი ომის და­სას­რულს მის მკლა­ვებ­ში ამ­თავ­რებს სი­ცოც­ხლეს.
ამ გმირ მა­მას 1978 წელს გურ­ჯა­ან­ში ძეგ­ლი და­უდ­გეს. მი­სი ავ­ტო­რია მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი
| Print |
FaceBook Twitter Google