ტურიზმი
გამქრალი ტურისტები
სიღნაღში საშუადღეოდ ჩავდივართ და ქალაქის ცენტრში ლადო მჭედლიშვილს ველოდებით. ლადო ადგილობრივი გიდია, რომელიც წესით ახლა, ქალაქში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს ქალაქის ღირსშესანიშნაობებს უნდა აცნობდეს.


წითელკრამიტიანი სახლები ხის დარაბებით, ჭიშკრებითა და აივნებით ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული. ლადო გვიყვება, რომ ისტორიულად აქ - ზოგიერთ ადგილას დუქნები, ზოგან კი სახელოსნოები ფუნქციონირებდა. რესტორნები და კაფეები ვიზიტორებს ავთენტურ, მრავალსაუკუნოვან გემოების გასასინჯად ეპატიჟებოდა. სუვენირების მაღაზიები კი სავსე იყო ტურისტებით.
ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები იმდენად გადატვირთული იყო რომ გამვლელებს ერთმანეთისთვის გვერდის აქცევა უჭირდათ.

COVID-19 პანდემიამ კი ეს რეალობა თავდაყირა დააყენა.

დღეს აქ მხოლოდ თითო-ოროლა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი მოქმედებს - სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი. “ქორწინების სახლიც” კი, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ 24/7-ზე მუშაობდა, კვირა დღეს დაკეტილი დაგვხვდა.

ქალაქს 2020 წლის მარტის შემდეგ ტურისტი აღარ უნახავს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი, რომელთათვისაც ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, შემოსავლის გარეშე დარჩა. ლადომ უცხოელ ტურისტებს ქალაქი ბოლოს იანვარში მოატარა.

იხილეთ ვრცლად
| Print |
FaceBook Twitter Google