განცხადება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება


თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

„ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაგეგმილია თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (წარმადობით 14 400 მ3/დღღ), თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ.
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება უზრუნველყოფს ქ. თელავის ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გაწმენდას დასაშვებ დონემდე. გაწმენდილი წყლის ჩაშვება გათვალისწინებულია მდ. ალაზანში. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
- 2017 წლის 30 აგვისტოს 14:00 საათზე ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. №16),
- 2017 წლის 31 აგვისტოს 14:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის შენობაში.
საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (გზშ-ს ანგარიში, გზშ-ს ანგარიშის ტექნიკური და არატექნიკური რეზიუმე) გაცნობა შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:
• თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა – ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. №16;
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ოფისი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150. მე-3 სართული (ტელ: (+995 577) 2437001; 2437002; 2437003; 2437004).

დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიები განთავსებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: www.mdf.org.ge
საზოგადოების წარმომადგენლებს წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ პირებს:
• ანა რუხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, ტელ. (+995 577) 38 22 48; E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ;
• გიორგი ბჟალავა, შპს „გამა კონსალტინგი“ ტელ: (+995 577) 64 18 80; E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ;


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი





Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიწვევთ სასწავლებლად დასაქმების პერსპექტივით
გიწვევთ სასწავლებლად დასაქმების პერსპექტივით
16:14 / 10.12.2016
გურჯაანის ცენტრში, გურამიშვილის ქუჩაზე იყიდება ოროთახიანი ბინა
ლოჯით.
გურჯაანის ცენტრში, გურამიშვილის ქუჩაზე იყიდება ოროთახიანი ბინა ლოჯით.
15:41 / 22.08.2016
speqtri.ge აცხადებს ვაკანსიას კორესპონდენტის პოზიციაზე.
speqtri.ge აცხადებს ვაკანსიას კორესპონდენტის პოზიციაზე.
12:53 / 16.07.2016
იყიდება მიწის ნაკვეთი, სოფელ ჩალაუბანში.
იყიდება მიწის ნაკვეთი, სოფელ ჩალაუბანში.
19:18 / 07.06.2016
ქირავდება ბინა დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლებაში
ქირავდება ბინა დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლებაში
19:14 / 07.06.2016
სხვა ამბები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 პედაგოგი იყო ჩართული. ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
17:21 / 20-09-2017
საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებს შორის ერთი შესვენება გახანგრძლივდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით სამი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები 20 წუთიანი შესვენებით ისარგებლებენ.
16:29 / 20-09-2017
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმაგურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილმა ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთისა და ზემოკაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამაართა.
13:18 / 20-09-2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გიორგი ერბოწონაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
13:14 / 20-09-2017
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი ყვარელწყლის, საკობიანოს და ქორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
12:29 / 20-09-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.