ფოტო
შობის დღესასწაული გურჯაანში [Photo]
გურჯაანში ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას სასულიერო პირები და მოქალაქეები იღებდნენ.
ქრისტეშობის მახარობლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს. მოსახლეობამ მათ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.

„ეს უდიდესი დღესასწაულია. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს გულებში შობილიყოს მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც გადაგვარჩინა და გამოიხსნა კაცობრიობა ცოდვისაგან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.“-აღნიშნა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა.

მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

„მონაწილეობა მივიღე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს შობის დღესასწაული. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ყველას.“- აღნიშნა მან.

შეგროვილი შემოწირულობები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ალილო /