ფოტო
საახალწლო ქალაქი გურჯაანში [photo]
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე 31 დეკემბერს საახალწლო ქალაქი მოეწყო.
ღონისძიებები საბავშვო პროგრამით 17:00 საათიდან დაიწყო.
წარმოდგენილი იყო  ასევე ახალგაზრდული პროგრამა, გასართობი და სახალისო თამაშებით;


საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა ლეგენდარული "ქართული ხმები", ანსამბლი "ხარება", ბენდი 1/4, როკ ჯგუფი "ღრმა ჰორიზონტი“ და  DJ;

ხუთასლარიანი ჯილდო გადასცეს 2017 წლის წარმატებულ 20 სტუდენტსა და საუკეთესო სპორტსმენებს.
ასევე დიპლომები გადასცეს გურჯაანის საპატიო მოქალაქეებს.
ესენი არიან:
1. გია ბაღაშვილი
2. თამარ აბელაშვილი
3. ზაზა იმერლიშვილი
4. ნათელა ყაჭიაშვილი
5. ავთანდილ და ძაბული გურგენიძეები.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


| Print |
FaceBook Twitter Google