ფოტო
გურჯაანში შუქნიშნებს ამონტაჟებენ [Photo]
გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი გრძელდება. მონტაჟი ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო.

ამ დრომდე მხოლოდ ბოძები იყო ჩასმული, დღეს კი, უშუალოდ შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს.

შუქნიშნები ქალაქში 2 ლოკაციაზე განთავდება, თავისუფლება-კოსტავასა (გიმნაზიის ასასვლელთან) და თავისუფლება-წმინდა ნინოს ქუჩების (ბაზრის ჩასახვევთან) კვეთაზე.

სამუშაოებს შპს „გზაჯვარედინი“ ასრულებს.
| Print |
FaceBook Twitter Google