ფოტო
დასეტყვილი ვენახი კონდოლში
გუშინ კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრმა, თაკო ასაბაშვილმა სეტყვისგან განადგურებული ვენახის ფოტო გამოგვიგზავნა. შედარებისთვის მოგვაწოდა ვაზის სტიქიამდელი ფოტოც. მისი თქმთ, ვენახი 5 წლისაა და წელს 10 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში სტიქიამ 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, ახმეტის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებს. დაისეტყვა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს აღწერა და ზარალის დათვლა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვენახი / სტიქია /