ვიდეო
გურჯაანში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა [Video]
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე (აგურის ქარხნის ბინაში) ხელყუმბარა აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავადა. ისინი შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და უკვე გაწერეს კიდეც. ინციდენტი ღამის თორმეთ საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები განმარტავენ დაპირისპირებული მხარეები დაცვის პოლიციის თანამშრომელმა აკაკი ყალაბეგაშვილმა და ამავე კორპუსში მცხოვრებმა პაატა ბერიაშვილმა გააშველეს. პაატამ დამშვიდებული მეგობრები თავისთან სახლში დაპატიჟა და მეორე სართულზე ავიდნენ, რა დროსაც სადარბაზოში ხელყუმბარა აფეთქდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია. მოწმის სახით დაიკითხა ინციდენტის მონაწილე დაცვის პოლიციის თანამშრომელი აკაკი ყალაბეგაშვილი. მომხდარს შსს-ს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს. ადგილობრივების თქმით, პოლიციამ დაკითხა თვითმხილველები და ინციდენტის მონაწილეებს თითის ანაბეჭდები აუღო. ასაფეთქებელ ნივთიერებას ექსპერტიზა უტარდება. ასევე იკვლევენ დაპირისპირების მიზეზებს.
| Print |
FaceBook Twitter Google