ვიდეო
პედაგოგის კრიტიკული მდგომარეობა და მოზარდების მოტეხილობები - ბანკეტი ავტოკატასტროფით დაიწყო [Video]
გურჯაანი – ყვარლის გზაზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული პედაგოგი წუხელ, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მას თავის ტვინის ტრამვა აქვს და ნეიროქირურგი ესაჭიროებოდა. როგორც speqtri.ge-ს „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის უფროსმა ექიმმა ნიკოლოზ ლომინაძემ განუცხადა, მოსწავლეების ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „მოზარდებში ფიქსირდება კიდურების მრავლობითი მოტეხილობები. ერთ-ერთს ცხვირის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი შედარებით უკეთაა შესაძლოა გავწეროთ, ორნი სტაციონარში დარჩებიან. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ და მკურნალობას გააგრძელებენ“. შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გუშინ, საღამოს გურჯაანის – ყვარლის საავტომობილო გზაზე, სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზანთან მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი BMW–ს მარკის ავტომანქანა „X5“ ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. მანქანაში მყოფი 4 ადამიანი (მძღოლი, პედაგოგი, ორი მოზარდი) დაშავდა. ქალაქ გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მე–12 კლასელები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. შსს პრესსამხურის წარმომადგენლის კახეთში შორენა ჯახუას განმარტებით: საქმეს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google