ვიდეო
"ეგ არი ბაზარი, მწვანილებში მატლები დადიან"- გარემოვაჭრეების პროტესტი [Video]
გურჯაანში გარემოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში (ფინკა ბანკთან) გადასვლას არ აპირებს. მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრი ვერ დაიტევთ და იქ არც სათანადო პირობებია მოწყობილი.

დღეს მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და გურჯაანი-ლაგოდეხის ცენტრალური გზის დატოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანამხმად მოსთხოვეს, რომლის მიხედვითაც ნებართვის გარეშე გარევაჭრობა აკრძალულია.განუმარტეს,რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროდუქტის კონსფისკაციას მოახდენენ და საქმეს განსახილველად სასამართლოს გადასცემენ.

გარემოვაჭრეებმა პროდუქტი აიღეს, თუმცა როგორც აცხადებენ, ბაზარში არ გადავლენ.

"ახალი ბაზარი მოხრეშილია, დაახლოებით ორ კვირაში მოასფალტდება კიდეც. ახლა ტუალეტები და წყალი კეთდება. ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან სისუფთავით. თუკი გარემოვაჭრეები მოთხოვნას არ შეასრულებენ, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს."-
აღნიშნა გურჯაანის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დურმიშხან ამისულაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google