კულტურა
შეხვედრა ცოცხალ კლასიკოსთან -დოჩანაშვილი გურჯაანში [Video-Photo]
დღეს, გურჯაანის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცოცხალ კლასიკოსად აღიარებულ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან. ღონისძიების ინიციატორი იყო გურჯაანის წმ.სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „ერთობა“.

-„ერთობაში“ შევქმენით მკითხველთა კლუბი, სადაც გურამ დოჩანაშვილის ჩამობრძანების სურვილი დაიბადა. ამ ღონისძიების მიზანი იყო, ჩვენი ახალგაზრდებისთვის გაგვეცნო ქართველი კლასიკოსი და მისი ნაწარმოებები. მომავალი თაობა რაც მეტად წიგნიერი და განათლებული იქნება, ჩვენი ქვეყნის იმედი და სიხარულია. დღევანდელი საღამოს მოწყობაში ასევე დაგვეხმარნენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და თოჯინების თეატრის ადმინისტრაცია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში სამების ტაძრის მღვდელმსახური და ახალგაზრდულ ცენტრ "ერთობის" დამფუძნებელი - მღვდელი ვაჟა სონღულაშვილი.

შეხვედრას გულრგილი არავინ დაუტოვებია. მრავალი ცნობილი წიგნების ავტორს, ეხუტებოდნენ, თბილად და მოწიწებით ესალმებოდნენ, ესაუბრებოდნენ...

დამსწრე საზოგადოებას, შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვა მწერლისთვის. მან ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა და რჩევებიც მისცა ახალგაზრდებს.

როგორც მამა ვაჟამ აღნიშნა, ფონდი გეგმავს მომავალი შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან მოაწყოს. ღონისძიებაზე ყველა იმ დაინტერესებულ პირს მიიწვევენ, ვისაც პოეზია უყვარს ან ლექსების წერითაა გატაცებული.

P.S.
მას შემდეგ, რაც გურჯაანში დოჩანაშვილის შეხვედრა დაანონსდა, speqtri.ge -მ გადაწყვიტა გამოკითხვა ჩაეტარებინა გურჯაანში, რა იცის საზოგადოებამ დიდი კლასიკოსის შემოქმედების შესახებ.
იხ. ვიდეო






ავტორები:
ლევან ჯაჯანაშვილი
ვახო სალთხუციშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google