ვიდეო
18 წლის მხატვარი გურჯაანიდან ... [Video]
ბავშვობიდან ხატავს, თავიდან ამ საქმიანობას ჰობის სახე ჰქონდა. პირველი ნახატი რა იყო, არ ახსოვს. ახლა ძირითადად პორტრეტების შექმნითაა გატაცებული.
18 წლის გიორგი ჩიბარაშვილისთვის ღამე უფრო მეტად შემოქმედებითია და მუზაც ამ დროს მოდის. მაშინ, როდესაც ირგვლივ სიჩუმეა და საკუთარ თავთან მარტო რჩება. ამბობს, რომ ხატვა მუზასა და ხასაითს მოითხოვს. თითოეულ ნახატს კი თავისი ისტორია აქვს.

ნამუშევრის პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან. ხვდება გურჯაანელ მხატვრებსაც, მათ შენიშვნებს იღებს და ცდილობს უკეთესად იმუშაოს.

„საქართველოს იმედი“- ასე ჰქვია პატრიარქის პორტრეტს, რომელზეც ახალგაზრდა მხატვარმა ექვსი საათი იმუშავა.

„ ყველა მხატვარს უნდა შექმნას ისეთი ნახატი, რომელშიც მრავალი თემა გაერთიანდება. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ პატრიარქი დამეხატა. პატრიარქში ერთიანდება ჩვენი სარწმუნოების საკითხი, რელიგია, ერთსულოვნება, სიყვარული. ვფიქრობ, სახელიც კარგი მოვუფიქრე - „საქართველოს იმედი“ დავარქვი. რამდენიმე გამოფენაზე მქონდა, ასევე ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულია.“

გიორგი ამბობს, რომ საქართველოში მხატვრის პროფესიას არც თუ ისე პერსპექტიულია.

„ზოგი ყიდის თავის ნახატებს, ზოგი - არა. შემოქმედმა ადამიანმა შეიძლება თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯოს. მე მაგალითად, ტატუს აპარატი ვიყიდე და ეს ვაქციე შემოსავლის წყაროდ. ჩემი აზრით, საქართველოში მხატვრობას არც თუ ისე დიდი პერსპექტივა აქვს. თუმცა მგონია, რომ თუ ნამდვილად კარგი მხატვარი ხარ და შენს შემოქმედებას აღიქვამს საზოგადოება, ნამუშევრები უფრო მეტად გაყიდვადია.“

იღებს კერძო შეკვეთებსაც, თვეში ორ ნახატს მაინც ყიდის. ყველა ნამუშევარი მისთვის ერთნაირად ძვირფასია, განსაკუთრებით იმ ნაშრომთან ეძნელება განშორება, რომელიც თავისი სურვილით დახატა. ვისაც ფული არ აქვს და გიორგის ნახატი მოსწონს, ჩუქნის კიდეც.

ხშირად ეწყობა მისი პერსონალური გამოფენა თუ გამოფენა-გაყიდვა. მონაწილეობას იღებს საქველმქომედო ღონისძებებში.
გიორგი აბიტურიენტია და ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. პროფესია უკვე შერჩეული აქვს, მომავალში არქიტექტორი იქნება. თუმცა, ამბობს, რომ ხატვას თავს არასოდეს დაანებებს.
| Print |
FaceBook Twitter Google