სპორტი
გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა [Video-Photo]
გურჯაანის სპორტკომლექსში საცურაო აუზმა ფუნქციონირება დღეს დაიწყო.
მსურველებს აბონემენტის შეძენა ყველა ბანკსა და TBC PAY-ს აპარატით, აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ.

ბავშვებისთვის ერთთვიანი აბონემენტი, კვირაში ორი დღე, 30 ლარი ეღირება, უფროსებისთვის კი 50 ლარი.
აქვე ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი. ჯანმრთელობის ცნობის გაცემა, რომელსაც ვადა სამი თვე აქვს, ბავშვებზე - 5, ხოლო, უფროსებზე 10 ლარი ღირს.

დაცულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები. სავალდებულოა ბახილებისა და ქუდის გამოყენება.
| Print |
FaceBook Twitter Google