ვიდეო
გურჯაანში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს [Video]
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გურჯაანში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა უფლებების დასაცავად საზოგადოებას ტრანსფარანტებით მოუწოდეს.

"პაპას ბაღში" მოეწყო მოწვეული მუსიკალური თეატრ-სტუდია „ლურჯა ცხენების“ კონცერტი, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.

სპექტაკლი და კონცერტი გაიმართა გურჯაანის თოჯინების თეატრსა და სამუსიკო სკოლაში.



| Print |
FaceBook Twitter Google