ვიდეო
იორმუღანლოელი ახალგაზრდები რადიო "ივრისის“ მუშაობას გაეცნენ [Video]
იორმუღანლოში, სათემო რადიო ივრისის „ოფისში“, პრეზენტაცია გაიმართა. თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს რადიოს მიზნები, მიმართულებები და საჭიროებები გააცნეს.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, რადიოს ფუნქციონირება მათ თემში ბევრი საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მათ „ივრისთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

-„ზოგადად, სათემო რადიოს ერთ-ერთი მიმართულება თემის ჩართულობაა. „ივრისი“ სწორედ ამ გზაზე დგას დღეს.“- აღნიშნა „ივრისის“ დამფუძნებელმა მაია ყალაბეგაშვილმა.

სათემო რადიო “ივრისი” ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ ინიციატივით დაარსდა, გაზეთ „სპექტრისა“ და speqtri.ge-ს ბაზაზე. სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ჟურნალისტთა ასოციაციამ (გაზეთისპექტრი, speqtri.ge) ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო Fm სიხშირეზე იფუნქციონირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google