ჯანდაცვა
სამედიცინო აქცია კომპანია frontera-ს ინიციატივით [Video]
კომპანია frontera resourses corporation-ის ინიციატივით დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში მასშტაბური აქცია ჩატარდა. თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა პროფილის ექიმებმა 130 -მდე პაციენტი გამოიკვლიეს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ მიეღოთ კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგისა თუ თერაპევტის კონსულტაციები.

აქცია დილის 11 საათზე დაიწყო და საღამოს 18 საათამდე გაგრძელდა. როგორც სოციალური პროექტების დირექტორმა ივანე ცხომელიძემ აღნიშნა, ანალოგიური ტიპის აქციები კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საინფორმაციო კომპონენტი. ექიმი ნეონატოლოგი-პედიატრი დიმიტრი ტოკლიკიშვილი დამსწრე საზოგადოებას ახალშობილთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრა.
ინფორმაციულად მრავალფეროვანი ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა, ბავშვთა კარდიო- რევმატოლოგმა გიორგი ჩახუნაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google