ვიდეო
"გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017" [Video]
დღეს, გურჯაანში, კურორტ „ახტალაზე“, ღვინის კვირეულის ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართა.
წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 ღვინის კომპანია, დიდი და მცირე მარნები, ასევე ქვევრის ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საუკეთესო კახური ღვინო დაეგემოვნებინათ.

გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „ხარებამ“ და „ქართულმა ხმებმა“, წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვებიც.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 “ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით განხორციელდა. მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს.



| Print |
FaceBook Twitter Google