ვიდეო
რას ფიქრობენ გურჯაანელი მძღოლები ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე [Video]
ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფასო ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდა.
2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფასო ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზი ტექინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესითა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს მოემსახურება.

ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებით და ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

რას ფიქრობენ გუჯაანელი მძღოლები სავალდებულო ტექდათვალიერებაზე- speqtri.ge-მ ისინი შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხა.


| Print |
FaceBook Twitter Google