ვიდეო
როგორ გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID [Video]
როგორ გადმოვწეროთ და გამოვიყენოთ ქართულენოვანი აპლიკაცია STOP COVID - ამის შესახებ ვიდეოინსტრუქციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის.  აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით.

ასევე შეგიძლიათ ინფორმაციისთვის მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს www.moh.gov.ge ან მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს stopcov.ge.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია პირველ 15 წთში 18 000-მა პირმა ჩამოტვირთა.




| Print |
FaceBook Twitter Google