ვიდეო
სეტყვა ანაგაში [Video]
გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ანაგის მინდვრებში სხვა ნათესებთან ერთად, განადგურდა პომიდვრის ბაღებიც. ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოს ლინკი ფესიბუქ მომხმარებელმა ეკა კოჭლამაზაშვილმა გამოგვიგზავნა. მის ძმას, თენგო კოჭლამაზაშვილს აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 000 ძირი პომიდორი ედგა, რომელიც მათი ინფორმაციით, 100%-ით განადგურებულია.

სეტყვის შედეგად სიღნაღის მუნიციპალტეტში გუშინ ასევე განადგურდა ხორბლისა და ქერის ყანები, დაისეტყვა ვენახები, ლობიოსა და ნივრის ნათესები.

როგორც ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში განაცხადეს, რეგიონში სისტემამ 130-მდე რაკეტა გაისროლა, რომლის საშუალებითაც მოხდა მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად შემსუბუქება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ანაგა / სეტყვა /