კულტურა
როგორ იქცა ძველი ნივთები დეკორაციად - მარინა ყალაბეგაშვილის ახალი გატაცება [Video]
მარინა ყალაბეგაშვილი გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. შემოქმედებითი საქმიანობა ბავშვობიდან იტაცებდა, თავდაპირველად ქარგავდა და ქსოვდა, შემდეგ კი ნატურალისტური მიმდინარეობით დაინტერესდა.

ნამუშევრებს ბუნებრივი მასალისგან ქმნის და ძირითადად ხორბლის ღეროებს,სხვადასხვა ხის მერქანს, გირჩებსა და ქვებს იყენებს.




გამორჩეული ნამუშევარია გრემის მაკეტი, რომელიც მოსწავლეებთან ერთად გააკეთა, ნამუშევარმა თელავში გამართულ გამოფენაზე ჯილდო დაიმსახურა.

მარინამ ღვინის ფესტივალზეც მიიღო მონაწილეობა, სპეციალურად ამ დღისთვის ლუარსაბის პერსონაჟი შექმნა. როდესაც სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, შემოქმედებისთვის უფრო მეტი დრო დარჩა, ასე დაიწყო სახლში აღმოჩენილი ძველი ნივთების გაცოცხლება.
| Print |
FaceBook Twitter Google