კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობა წყლის ხარისხს უჩივის [Video]
17:58 / 14.09.2020
სოფელ კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის
პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებს. ადგილობრივების თქმით, წყალი,
რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ, სასმელად გამოუსადეგარია.
„წყალი ოთხ დღეში ერთხელ მოდის და მაშინაც ვერ ვიღებთ მარაგს. გინდაც
ავიღოთ, სახმარად უვარგისია, ლაფიანი და გაუბედურებულია. ყოველ წელს
გვპირდებიან მოგვარებას, მაგრამ ჯერ არაფერია. განსაკუთრებით
გაზაფხულის დასაწყისში გვაქვს დიდი კრიზისი, ამ დროს უფრო მეტი
გვჭირდება. თუ ცოტა მოწვიმა, ტალახი მოდის. ვერც სადილში და ვერც
ჭურჭლის გასარეცხად ვერ ვხმარობთ. დასალევად დაბურღულიდან მოგვაქვს.
ერთი კილომეტრიდან ვეზიდებით.“ - ამბობს speqtri.ge-სთან მანანა
ბასოშვილი.
ამავე პრობლემაზე საუბრობს ნოდარ ქევხიშვილი
„ბასეინია დაბინძურებული და ტალახიანია. წყალი როცა მოდის, ჭიები და
ათასი უბედურება მოსდევს. რამდენჯერ დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ არ
გვეშველა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაკეთდეს. “
ააიპი გურჯაანის მუნიციპალური სერვისის დირექტორის ლევან
წინწალაშვილის განმარტებით, წყლის ლაბორატორიული შემოწმება თვეში
რამდენჯერმე ხდება.
„პრობლემაა ის, რომ ამ წუთას არის ყველაზე დიდი წყალსიმცირის პერიოდი,
ამიტომ სოფელს წყალი გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება. კარგად
გვესმის, რომ ცალკეული ჭაბურღილების მონტაჟი არ წყვეტს ძირისძირობამდე
ამ პრობლემას. ამიტომ დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა სისტემურ
ცვლილებებზე, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
რაც შეეხება წყლის ხარისხს, ბასეინი წელს ორჯერ დაიქლორა, ამიტომ
წყალს არანაირი ჭიები არ მოსდევს. ზოგადად, წვიმების მერე იცის
სათავეებში წყლის ამღვრევა. სისტემატურად ვიღებთ წყლის ანალიზებს,
ვამოწმებთ და არ გვქონია ჯერ შემთხვევა, რომ წყალი დასალევად
ვარგისიანი არ ყოფილიყო. მაგრამ თუ რამე გამოგვეპარა , დღესვე წავლენ
თანამშრომლები, აიღებენ ნიმუშს და კიდევ ერთხელ შევამოწმებთ
ლაბორატორიულად.“
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები