ყოველი წვიმის დროს წყალი ეზოში გვივარდება - კალაურელები [Video]
15:43 / 16.09.2020
სოფელ კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობა კიდევ ერთ პრობლემაზე
- სანიაღვრე არხების მოწყობაზე საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ,
ნალექიანი ამინდების დროს წყალი ეზოებში შედის და იტბორება.
„ წვიმის დროს ზემოდან წამოსული წყალი ხალხს ეზოებში უვარდება.
იხრამება გზაც. გაშალეს ხრეში, მაგრამ წყალმა ისევ ქვემოთ ჩამოიტანა.
გარდა ამისა, დგას საშინელი სუნი ამიტომ ზაფხულში გარეთ ვერ
გამოვსულვართ. შეხვედრებზე რომ მოდიან, ამ საკითხს ყოველთვის
ვაყენებთ, მაგრამ რეაგირება არასოდეს ყოფილა.“- უთხრა speqtri.ge-ს
ნოდარ ქევხიშვილმა.
ყველაზე რთულ სიტუაციაში ამავე უბნის მცხოვრები ელენე ხომასურიძეა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეზო ისე ეტბორებათ, რომ
გამოსვლა უჭირთ.
„ძალიან რომ არ ვიყო შეწუხებული, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სხვა გზა
არ მაქვს. ყოველი წვიმის დროს ჩემი სახლის წინ დგება დიდი გუბე და სულ
ამ სიბინძურეს ვუყურებ. გარდა ამისა, მოვარდნილი წყალი შემოდის ეზოში
, იტბორება და იხრამება, საპირფარეშო წყლით ივსება. განცხადება
დავწერე მერის სახელზე, მაგრამ არავინ მოსულა. ვითხოვდი ადგილზე
ენახათ რა მდგომარეობაა. კარგი იქნებოდა გათხრილიყო სანიაღვრე არხი,
რომ ზემოდან წამოსული სიბინძურე სახლში აღარ შემომვარდნოდა. ეს
პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს. წვიმის დროს მთელი უბანი
წყალშია.“
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში speqtri.ge-ს განუცხადეს,
კონკრეტულად ამ უბნის სანიაღვრეებთან დაკავშირებით არავის
მიუმართავს.
„ამ საკითხთან დაკავშირებთ, მერიაში წერილი არ შემოსულა. უბნის
მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, სადაც
დააყენებს კონკრეტულ მოთხოვნას. მერია განიხილავს, ადგილზე შეისწავლის
და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებს,“ -განაცხადეს
მერიის პრესსამსახურში.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები