ვიდეო
ყოველი წვიმის დროს წყალი ეზოში გვივარდება - კალაურელები [Video]
სოფელ კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობა კიდევ ერთ პრობლემაზე - სანიაღვრე არხების მოწყობაზე საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, ნალექიანი ამინდების დროს წყალი ეზოებში შედის და იტბორება.

„ წვიმის დროს ზემოდან წამოსული წყალი ხალხს ეზოებში უვარდება. იხრამება გზაც. გაშალეს ხრეში, მაგრამ წყალმა ისევ ქვემოთ ჩამოიტანა. გარდა ამისა, დგას საშინელი სუნი ამიტომ ზაფხულში გარეთ ვერ გამოვსულვართ. შეხვედრებზე რომ მოდიან, ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, მაგრამ რეაგირება არასოდეს ყოფილა.“- უთხრა speqtri.ge-ს ნოდარ ქევხიშვილმა.

ყველაზე რთულ სიტუაციაში ამავე უბნის მცხოვრები ელენე ხომასურიძეა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეზო ისე ეტბორებათ, რომ გამოსვლა უჭირთ.
„ძალიან რომ არ ვიყო შეწუხებული, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყოველი წვიმის დროს ჩემი სახლის წინ დგება დიდი გუბე და სულ ამ სიბინძურეს ვუყურებ. გარდა ამისა, მოვარდნილი წყალი შემოდის ეზოში , იტბორება და იხრამება, საპირფარეშო წყლით ივსება. განცხადება დავწერე მერის სახელზე, მაგრამ არავინ მოსულა. ვითხოვდი ადგილზე ენახათ რა მდგომარეობაა. კარგი იქნებოდა გათხრილიყო სანიაღვრე არხი, რომ ზემოდან წამოსული სიბინძურე სახლში აღარ შემომვარდნოდა. ეს პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს. წვიმის დროს მთელი უბანი წყალშია.“



როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში speqtri.ge-ს განუცხადეს, კონკრეტულად ამ უბნის სანიაღვრეებთან დაკავშირებით არავის მიუმართავს.
„ამ საკითხთან დაკავშირებთ, მერიაში წერილი არ შემოსულა. უბნის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, სადაც დააყენებს კონკრეტულ მოთხოვნას. მერია განიხილავს, ადგილზე შეისწავლის და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებს,“ -განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.



ფოტოზე: ელისო ფოცხვერაშვილი/კალაურის მკვიდრი


ადგილობრივებისწვიმის დროს მოსახლეობას ეზოები ეტბორება

ფოტოზე: ფოცხვერაანთ უბანი

| Print |
FaceBook Twitter Google