კულტურა
ახალი წლის დილა თენდება - კლიპი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა [Video]
გურჯაანის კულტურის ცენტრის საესტრადო ანსამბლ „იმედის“ წევრების მონაწილეობით, საახალწლო კლიპი შეიქმნა.

მუსიკისა და სიმღერის ავტორი გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ლოტბარი, ხათუნა ზარდიაშვილია. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, კლიპის შექმნის მიზანი იყო გურჯაანის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნა.

„ კლიპზე ერთად ვიმუშავეთ მე და ლევან ყანდიაშვილმა. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის პერიოდში არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი, რაღაცნაირად გვინდოდა გაგვეხალისებინა ჩვენი მოსწავლეები და მოსახლეობა. აქედან გაჩნდა კლიპის იდეა. მასში მონაწილეობს ცხრა ბავშვი. მუსიკაც და ლექსიც სპეციალურად კლიპისთვის დავწერე. ყველაფერი ერთ დღეში შეიქმნა, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე, კადრები მობილურებით გადავიღეთ. მართალია, არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს არის პირველი მცდელობა გურჯაანში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს და კულტურის ცენტრს გვერდში დგომისთვის. მინდა გითხრათ, რომ კლიპი გურჯაანს და მთელ საქართველოს ეძღვნება.“

როგორც ხათუნა ზარდიაშვილი ამბობს, სიმღერებს თავისი აღსაზრდელებისა და ასევე მოსწავლეებისთვის, აქამდეც წერდა, რომელიც ძირითადად ფორტეპიანოზე სრულდებოდა, ასეთი არანჟირებით კი პირველად ჩაწერა.

| Print |
FaceBook Twitter Google