ვიდეო
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები გავრცელდა [Video]
სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები გავრცელდა.

კადრებში ჩანს ექსპრეზიდენტის დაკავების პროცესი - ქვიშხეთის ქუჩაზე, 2ა-ში, სამართალდამცველები იმყოფებიან და, როგორც ჩანს, დაკავებისას, სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.


| Print |
FaceBook Twitter Google