სამართალი
სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს- დაკავებულია ორი პირი [video]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.

გამოიებით დადგინდა, რომ 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google