ვიდეო
იორმუღანლოს სათემო ცენტრი -ქართული ენის სწავლების ალტერნატიული სივრცე ახალგაზრდებისთვის [Video]
17 წლის სამა ისაევა, ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში ცხოვრობდა, თუმცა, პანდემიის გამო ერთი წლის წინ საქართველოში, იორმუღანლოს სოფელ დუზაგარამაში გადმოსახლდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან ქართული ენის სწავლა გადაწყვიტა, რომ შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაებარებინა:
„მამაჩემი ბაქოში იყო დასაქმებული და შესაბამისად, მთელი ბავშვობა აზერბაიჯანში გავატარე, მაგრამ პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნება მოგვიწია. მეც გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამებარებინა.“

სამას უნდა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი გახდეს. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა იორმუღანლოში მის თანატოლებსაც დაეხმარება მიზნების მიღწევაში.
„ჩემი გეგმები სწორედ საქართველოს უკავშირდება. მინდა აქ გავაგრძელო ცხოვრება. მაქვს ოცნებები, რომელთა ახდენაშიც ქართული ენის ცოდნა დამეხმარება, “ - ამბობს სამა.



იორმუღანლოში ქართული ენის სწავლა სათემო ცენტრშია შესაძლებელი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა. აქ ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის ონლაინ კურსები ტარდება. სამამ ამის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და უკვე 2 თვეა, მუდმივად ესწრება გაკვეთილებს, რაც, მისი თქმით, ძალიან ეხმარება კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.

„ხშირად ვუყურებთ ქართულ ფილმებს და შემდეგ მათ შესახებ ვმსჯელობთ. ეს შესანიშნავია. ვგრძნობ, როგორ უმჯობესდება ჩემი მართლწერა. ყოველთვის ვიმახსოვრებ შეცდომებს, რომლებსაც მისწორებენ. ვგრძნობ, რომ თემების წერის დროს, იმდენ გრამატიკულ შეცდომას აღარ ვუშვებ, რასაც მანამდე უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ვუშვებდი“ - ამბობს სამა და თავის აზერბაიჯანელ მეგობრებს მოუწოდებს, სირთულის მიუხედავად, უკან არ დაიხიონ და ქართული ენა საფუძვლიანად შეისწავლონ:


„თუ გინდა, კარიერულ წინსვლას მიაღწიო, ქართული ენის გარეშე არაფერი გამოვა. თანაც გავიგე, რომ ქართული უნივერსიტეტის დიპლომი 32 ქვეყანაშია აღიარებული. თუ შენი გეგმები ამ ქვეყნის ფარგლებს სცდება და გინდა სხვაგანაც მიაღწიო რამეს, ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა იწავლო ქართული.“

სათემო ცენტრს ქართული ენის კურსებს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს. ლამბალოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ალთუნ რაშიდოვი ამ კურსებს უკვე ერთ თვეა, ესწრება.
„ქართულ ენას სკოლაშიც გვასწავლიან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკეთ ვისწავლო. რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, ქართული ენა კარგად უნდა ვიცოდე,“ - გვეუბნება ალთუნი.



ონლაინ გაკვეთილებს იორმუღანლოს თემის სხვადასხვა სოფლის ბავშვებს ერთმანეთთან ქართულად აქვთ ურთიერთობა. რაც, როგორც ამბობენ, ენის სწავლას უადვილებთ.
„როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარებ, ქართული ენის ცოდნა ძალიან დამეხმარება, მინდა სტომატოლოგი გამოვიდე,“ - ამბობს მეცხრეკლასელი ალთუნი.
იორმუღანლოს სათემო ცენტრი თოზუ გულმამედოვამ და ჰუსეინ ჰუსეინოვმა, მეგობართან ერთად დააფუძნეს. ცენტრის გახსნამდე მათ იორმუღანლოს ბავშვები გამოჰკითხეს, თუ რა სჭირდებოდათ ყველაზე მეტად და საბოლოოდ, მთავარ პრიორიტეტად ქართული ენის სწავლება დაისახეს.

„ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ გავბედეთ და დავიწყეთ. ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, რომ ბავშვებს ოცნების რეალიზებაში დავეხმაროთ, მაგრამ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის შესწავლაა. მიგვაჩნია, რომ ქართული ენის შესწავლა ამ ახალგაზრდებს დიდ პერსპექტივას მისცემს,“ - ამბობს თოზუ გულმამედოვა.



თოზუ იხსენებს, როგორ ფიქრობდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმას, ბევრი თანატოლის მსგავსად, ენის არცოდნის გამო.
„ჩვენთვის ყველაზე დიდი სირთულე უნივერსიტეტში ჩაბარებაა. ბავშვები იქამდე მივიდნენ რომ მას შემდეგაც კი, რაც სტუდეტები გახდნენ, ძალიან ბევრი სირთულე შეხვდათ და იძულებულები გახდნენ, სოფელში დაბრუნებულიყვნენ. აღარ გვინდა, ენის არცოდნის გამო, ამ ახალგაზრდების პოტენციალი დაიკარგოს.“

იორმუღანლოს სათემო ცენტრი მინიმალური რესურსით, ძირითადადად, მოხალისეობრივ საფუძველზე მუშაობს. მათ ოფისიც კი არ აქვთ და ხშირად ერთმანეთის სახლში, ან კაფეში იკრიბებიან, რომ იდეები განიხილონ.

რესურსის პრობლემები თოზუმ მეგობარ, მარიამ აფხაზავას გაუზიარა, რომელმაც იორმუღანლოელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება უფასოდ გადაწყვიტა.
სათემო ცენტრის თანადამფუძნებელი, ჰუსეინ ჰუსეინოვი ამბობს, დეკემბრიდან ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც არაფორმალურ განათლებას ეხება.
„ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის თავისი, როგორც საქართველოს მოქალაქის ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები. ეს არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი,“ - გვითხრა ჰუსეინმა.



ორგანიზაცია ქართული ენის სწავლების გარდა, სოფელში ბიბლიოთეკის გახსნასაც გეგმავს, სადაც ქართული და აზერბაიჯანული წიგნები იქნება - „ეს ახალგაზრდებს მნიშვნელოვნად დაეხმარება არამარტო ენის შესწავლაში, არამედ ზოგადი განათლების მიღებაში. წიგნები გვაქვს თითქმის ყველა თემატიკაზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადმოგვცა.“

დღეს ცენტრს 30-მდე ბენეფიცარი ჰყავს. თოზუ და ჰუსეინი ფიქრობენ, მომავალში სხვადასხვა ორგანიზაციას მიმართონ, რათა მოიპოვონ დაფინანსება და პროექტში მეტი ახალგაზრდა ჩართონ.
როგორც თოზუ ამბობს, დღეს მათი ერთადერთი რესურსი მოტივაციაა: „გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ენის არცოდნა ჩვენი „სიზარმაცის ბრალი“ არაა - სახელწიფო არ გვიწყობს ხელს.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებით.
17:58 / 12.09.2023
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
15:55 / 25.05.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 15 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.