საზოგადოება
როგორ თანაცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები კასრისწყალში? [Video]
კასრისწყალი დედოფლისწყაროდან 40 კილომეტრში მდებარეობს. აქ მეგობრულად ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები.

სოფელში არც მეჩეთია და არც ეკლესია, ერთადერთი სალოცავი, სადაც აქაურები ერთნაირი რწმენითლოცულობენ, ელიაა.

ყარაბაღის კონფლიქტსაც ადევნებდნენ თვალს, თუმცა მათ ურთიერთობაზე ამ მოვლენებს გავლენა არ მოუხდენია.როგორც თვითონ ამბობენ, იმისთვის, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება მომავალშიც გაგრძელდეს, თითოეული მხარე უნდა დაფიქრდეს-ვის აწყობს შუღლი კავკასიაში.

თითქმის უდაბნოში, კუნძულის მსგავს პატარა სოფელში მცხოვრებ მრავალეთნიკურ მოსახლეობას ღრმად სწამს, რომ ურთიერთთანადგომა და სიყვარული გადაარჩენთ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კასრისწყალი /