ვიდეო
ამერიკელი ანთროპოლოგი ზაკ ფაბოსი - პლატფორმა 21-ე
პლატფორმა 21-ეს სტუმარია ამერიკელი ანთროპოლოგი ზაკ ფაბოსი, რომელიც სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინტიტუტის პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრები უდიების თემთან თანამშრობლობს და სურს, რომ თავის კოლეგებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში უდიური კულტურის მუზეუმი დააფუძნოს.

ზაკი საქართველოში პირველად "მშვიდობის კორპუსის" პროექტის ფარგლებში მოხალისედ მუშაობდა, თუმცა საქართველოს მიმართ არსებულმა ინტერესმა იგი ჩვენს ქვეყანაში დააბრუნა.

გადაცემიდან ასევე შეიტყობთ, რამ მოხიბლა ამერიკელი სტუმარი საქართველოში ყველაზე მეტად, რა არის ის ტრადიცია, რომელიც მისთვის უცნაურია და როგორ შეისწავლა ქართული ენა.
| Print |
FaceBook Twitter Google