21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით სიღნაღში "ART Festival 2022” გაიმართება [video]
16:39 / 16.08.2022
21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, სიღნაღი არტ-ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია მხატვრებისა და
მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების
ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი
SPEQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ფესტივალი
ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სიღნაღს გააჩნია შესაბამისი
გეოგრაფიული მდებარეობა, არქიტექტურა და ისტორია, რაც მხატვრებისთვის
შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
„ჩემი აზრით, არის საჭირო და აუცილებელი, რომ მსგავსი ტიპის
ფესტივალები ეწყობოდეს ამ ქალაქში. ქალაქი თვითონ, თავისი გეოგრაფიით,
არქიტექტურითა და ისტორიით არის შთაგონების წყარო განსაკუთრებით
მხატვრებისთვის იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი პეიზაჟებია.
ვფიქრობ, სიღნაღს აღვუდგინოთ, გავუცოცხლოთ და გავუძლიეროთ ის
კულტურული სული, რომელიც ამ ქალაქს ჰქონდა ისტორიულად.
სიღნაღი იყო ხელოსნების, ხელოვნების ქალაქი და კულტურული ისტორიაც
ქალაქ სიღნაღისა განსაკუთრებულია,“ - გვეუბნება მახლაზ
ბეგიაშვილი.
მისივე თქმით, ფესტივალი მომავალში საერთაშორისო სახესაც მიიღებს.
„ფესტივალი ჩატარდება წელს პირველად. ჩვენი სურვილიც, რწმენაც და
გადაწყვეტილებაც არის ის, რომ ამ ფესტივალმა ყოველწლიური ხასიათი
მიიღოს. ვფიქრობთ, მომავალში მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს
საერთაშორისო ფესტივალი და კიდევ უფრო ბევრი მონაწილე ჰყავდეს,“ -
ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.
“Signagi ART Festival“ საქართველოს პარლამენტის
წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით
ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმის მმართველი მარიამ
ინანაშვილი აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში კონკურსი
ორ ნომინაციაში - მხატვრობასა და სკულპტურაში გაიმართება.
„მხატვრების მიერ გაიმართება მასტერკლასები, მუსიკალური საღამოები,
დახურვა მოხდება გალა-კონცერტით, გვეწვევა უამრავი სტუმარი.
ფერმწერები გაშლილები იქებიან მთელ ქალაქში და, შესაბამისად, მართლაც
სანახაობრივი იქნება.
დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ეროვნულ მუზეუმში, სადაც
გამოვლინდება გამარჯვებული ორივე ნომინაციაში. გამარჯვებულს გადაეცემა
პრიზი.
ექვსი დღის განმავლობაში ქალაქი იცხოვრებს უაღრესად ინტელექტუალური,
შემოქმედებითი, გასართობი ცხოვრებით. მობრძანდით, ეწვიეთ სიღნაღს,“ -
ამბობს მარიამ ინანაშვილი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“
აფუძნებენ - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
წელს გურჯაანი ახალ წელს გამორჩეულად ხვდება. გარდა იმისა, რომ 25 და
31 დეკემბერს კონცერტები ჩატარდება ქალაქ გურჯაანში, სადღესასწაულო
ღონისძიებები 6 დიდ სოფელშიც გაიმართება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ თელავისა და
სიღნაღის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინტერები
გადასცა.
საგარეჯოში კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან
განხორციელებული სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა.
მათ შორისაა შინაგანსაქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის
რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარეობს ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მასში მონაწილეობენ თბილისის ორივე
კლუბი, თელავისა და ქუთაისის გუნდები.
16, 17 და 18 დეკემბერს თბილისში კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატი
გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას თბილისის კლუბ „მგლების“
გურჯაანელი მებრძოლებიც იღებდნენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების
(ISFED) ინიციატივით ჩატარებულ ვიქტორინაში, გამარჯვებული
გურჯაანის #1 სკოლის გუნდი „დემოკრატები“ გახდა.
მიმდინარეობს ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მასში მონაწილეობენ თბილისის ორივე
კლუბი, თელავისა და ქუთაისის გუნდები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები