ახალი ამბები
სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები გადაეცა [Video]
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინტერები გადასცა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადაეცა ნარჩენების შესაგროვებელი 20 კუბური მეტრის მოცულობის სპეციალური მანქანა და 559 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტს – ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი. მუნიციპალიტეტებს, ასევე, გადაეცათ მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილმა განმარტა, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.




“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის სხვადასხვა მოცულობის 5400 ერთეული კონტეინერის მიწოდება. ასევე ეტაპობრივად გადაეცემათ 24 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი სპეცდანიშნულების მანქანები, ასევე 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანები; თელავის მუნიციპალიტეტისთვის - საპილოტე პროექტის ფარგლებში ქაღალდის და მუყაოს სეპარირებული შეგროვებისთვის გადაეცემათ სპეციალური აღჭურვილობა.

ვფიქრობ, კახეთის რეგიონში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვების სისტემა, ასევე გაიზრდება შეგროვების არეალი, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა  გიორგი შუხოშვილმა.

მერების განცხადებით, ეს შენაძენი ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google