ახალი ამბები
სირაქლემები, მანდარინები და კაროლინები - გურჯაანის კონტაქტური პარკის ახალი ბინადრები [Photo/Video]
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.

ფრინველების კონტაქტური პარკის დამფუძნებელი, გოგა შავშიშვილი სიხარულით გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არსებული მოლოდინები გამართლდა და პარკს, როგორც მანდარინისა და კაროლინის ჯიშის იხვები, ასევე სირაქლემებიც შეემატა.

ამ დროისთვის პარკში 200-მდე, 40-ზე მეტი სახეობის ფრინველია წარმოდგენილი.

„ჩვენს პარკში წარმოდგენილია, ხოხბების, ფარშავანგების, ქათმებისა და იხვების რამდენიმე სახეობა და ჯიში. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა აიამ ცემანი - შავი ქათმის ჯიში.

დეკორატიული აბრეშუმის ქათმის ჯიში განსაკუთრებულად მოსწონთ ბავშვებს. ფაფუკი, ბეწვისებური ბუმბულის გამო მათთვის ის ცოცხალი თოჯინაა. განსაკუთრებით კონტაქტურია ოქროს ხოხობი,“ - ამბობს გოგა შავშიშვილი.



გოგა შავშიშვილი სამომავლო გეგმებს გვიზიარებს და ამბობს, რომ გადაწყვიტა შეისწავლოს ვეტერინარია და კონაქტურ პარკს უხელმძღვანელოს, როგორც პროფესიონალმა ვეტერინარმა.

ცნობისთვის, პარკში შესვლა არ არის ფასიანი, თუმცა, ვიზიტორებს შეუძლიათ, შემოწირულობის სახით გადასცენ თანხა, რომელიც ფრინველების კვებასა და მოვლას მოხმარდება.































| Print |
FaceBook Twitter Google