ვიდეო
დასუფთავების აქცია კულტურისა და დასვენების პარკში [Video]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქის მერიის და ააიიპ-ების თანამშრომლებმა კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია დაასუფთავეს.
"წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციის დროს უნდა დასუფთავებულიყო ქალაქში ჩამომავალი მდინარის სანაპიროები, მაგრამ რადგანაც გურჯაანში ასეთი ადგილი არ გვაქვს, გადავწყვიტეთ კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია გაგვესუფთავებინა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაგავი იქნა გატანილი. დასუფთავების აქციები მომავალშიც გაიმართება და ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქალაქს," _ აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. 20-დან 25 მარტის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში დასუფთავების აქცია სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google