ვიდეო
ბაკურციხის ბიბლიოთეკაში წიგნები ნადგურდება [VIDEO]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ყოფილი პროფტექნიკუმის ბიბლიოთეკის წიგნები, დროებით ბაკურციხის ტერიტორიულ ორგანოს შენობაში დაიდებენ ბინას. - "როდესაც ტექნიკუმი დაიშალა ბიბლიოთეკა უპატრონოდ დარჩა. ერთი პერიოდი დარაჯი ყავდა, მერე ისიც წავიდა. აქ ძალიან ბევრი საინტერესო წიგნია და გვინდა ჩვენთან გადავიტანოთ და სათანადო ყურადღება მივაქციოთ."-აღნიშნა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თემურ ბიჭიაშვილმა. შენობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა დაათვალიერა. - "იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს და შიგ არსებული წიგნთსაცავი განადგურდეს. ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსში ვარკვევთ წიგნების კუთვნილების საკითხს. ჯერ სპეციალური კომისია მოახდენს წიგნების ინვენტარიზაციას და შემდეგ მოხდება გადატანა." ემზარ ჯიქურაშვილის თქმით აღნიშნულის შესახებ სოფელ ბაკურციხის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ აცნობა.
| Print |
FaceBook Twitter Google