არჩევნები 2017
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიიდან "ქართული ოცნების" კანდიდატობამდე
"ქართული ოცნება" გურჯაანში მერობის კანდიდატად სავარაუდოდ "ლიბერთი ბანკის" გურჯაანის მმართველს არჩილ ხანდამაშვილს დაასახელებს.
ის speqtri.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარტიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

-"კონსულტაციები კიდევ გრძელდება, ველოდებით პასუხს. გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, რომ მე ვარ ის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია "ქართული ოცნებისთვის", დავთანხმდები."

არჩილ ხანდამაშვილისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის ეს პირველი მცდელობა არ არის. ის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სიით მეცამეტე ნომრად წარადგინა, თუმცა თავად, "ენმ"-ს მხარდამჭერად საკუთარ თავს არ მოიაზრებს.

-"იუმორით ვიტყვი, რომ მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დამაფასა, მე-13 ნომრად ჩამსვა და ამიტომ ვერც მოვხვდი საკრებულოში. 1998 წლიდან საბანკო სისტემაში ვარ, პოლიტიკური აქტივობა თავისთავად შეუძლებელი იყო, მხარდაჭერას ვერ განვახორციელებდი ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად, რადგან 2009 წლიდან "ლიბერთი ბანკის" მმართველი ვიყავი. დილიდან საღამომდე ბანკში ვარ, ასე რომ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი აქტიური.  "

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არჩილ ხანდამაშვილი "ქართულმა ოცნებამ" გურჯაანის მერობის კანდიდატად წარადგინოს,  საზოგადოების ნაწილმა იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ  გურჯაანში ყოფილი ვიცე- გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის არაფორმალური მმართველობა მყარდება. ამ შინაარსის შეტყობინებები speqtri.ge-მ facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც მიიღო.

ის, რომ ხანდამაშვილი ყოფილი ვიცე-გუბერნატორის კადრია, ამაზე ჯერ კიდევ 2009 წელს, humanrights.ge აქვეყნებდა სტატიას სათაურით- "ვიცე-გუბერნატორის კლანი კახეთში". მასში საუბარი იყო, რომ ის "სახალხო ბანკის" (ახლანდელი "ლიბერთი ბანკი") მმართველად გიორგი სიბაშვილის გავლენით დაინიშნა. თავად არჩილ ხანდამაშვილი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

-"მე ვარ "ლიბერთი ბანკის" მმართველი და არც ერთ კლანს არ მივეკუთვნები. გიორგი სიბაშვილი ჩემი ნათესავია, რომელსაც ჰქონდა რაღაც თანამდებობა, მაგრამ მე ჩემი სამსახური მაქვს. ნათესაური კავშირი არ  ნიშავს იმას, რომ კლანი ვართ.  მე მაშინ უკვე ვმუშაობდი 1500 ლარიან  სამსახურში, კერძო ბიზნესი იყო, ლომბარდი მქონდა ჩაბარებული.  შემდეგ დავინიშნე აქ, 400-ლარიან ხელფასზე. ცოტა სასაცილოა, კლანის წევრები მაღალიდან დაბალ ხელფასიან სამსახურში რომ ინიშნებიან. ეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს."

"ქართულ ოცნებას" კანდიდატები ამ დრომდე კახეთის არც ერთ საარჩევნო ოლქში არ დაუსახელებია. როგორც ცნობილია,  წარდგენა საქართველოს მასშტაბით 25 აგვისტოდან დაიწყება.




Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი
დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები
შემდეგნაირად გამოიყურება:
კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
11:20 / 23.10.2017
სხვა ამბები
ფრენბურთში ვაჟებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული შიდა მუნიციპალური ტურნირი დასრულდა.
15:02 / 22-11-2017
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
11:41 / 11-11-2017
2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
13:23 / 10-11-2017
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
17:00 / 07-11-2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
16:17 / 07-11-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.