ჩემი არჩევანი
არჩევნების როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში
არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან მოსახლეობის წინაშე. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად თვლიან. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები უზრუნველყოფს, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას არჩეულ იქნენ სახელმწიფო თანამდებობაზე, ასევე, მათი საარჩევნო ხმის თანაბარ ფასეულობას.

დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების ჩატარება ორი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველი, თუ ვინ აირჩევა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე, რადგან სახელმწიფოს მეთაური, ამავე დროს, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიცაა. ამდენად, ამ არჩევანით განისაზღვრება სახელმწიფოს როგორც შიდა ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკა, რომელსაც არჩეული მთავრობა გაატარებს.

მეორე, ირჩევენ ხელისუფლების საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოში სამართლებრივ გარემოს, საგადასახადო სისტემას და აკონტროლებენ მთავრობას მოქალაქეთა სახელით. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების რეგულარული არჩევნები წარმოადგენს ღია და კონკურენტულ პროცესს, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის დროს მოსახლეობის მიერ კონტროლის გაწევის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. არჩევნები გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ამომრჩევლებისგან მოდის და მისი თანხმობით ხორციელდება.

ამერიკის მე-3 პრეზიდენტი და „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, თომას ჯეფერსონი წერდა: „ადამიანები ქმნიან მთავრობებს, რომლებიც თავის ძალაუფლებას იძენენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი მართავენ“.

არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე არჩეული პირები თავიანთი ქმედებების შესახებ ამომრჩევლებს - სწორედ იმ მოქალაქეებს აბარებენ ანგარიშს, ვისაც მართავენ. საბოლოოდ კი, მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა იძლევა იმის გარანტიას, რომ არჩევნებში გამარჯვებულები გაამართლებენ მოსახლეობის ნდობას, დაიცავენ მოქალაქეთა ინტერესებს და გაატარებენ იმ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობითაა ნაკარნახევი.

XIX საუკუნეში დემოკრატები ევროპაში პარლამენტის ყოველწლიურ არჩევას ითხოვდნენ, რათა საშუალება ჰქონოდათ, პარლამენტის წევრებზე ეფექტური კონტროლი განეხორციელებინათ და თუ პარლამენტის წევრი ამომრჩეველთა იმედებს ვერ გაამართლებდა, ის დროულად ჩაენაცვლებინათ სხვა, უფრო წესიერი და პროფესიონალი პირით. თანამედროვე პირობებში მთავრობასა და პარლამენტს ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ეფექტურად მართოს ეკონომიკა და უზრუნველყოს გარკვეული პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება. ოთხწლიანი ციკლი ახლა ყველაზე გონივრულ კომპრომისად ითვლება - ერთი მხრივ, მთავრობას დრო ექნება საჭირო სტაბილურობის მისაღწევად, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებლად იქნება შენარჩუნებული მისი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა წინაშე.

საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში არჩევნების თარიღის დადგენის უფლებას. კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო აირჩევა ოთხი წლის ვადით. მაგრამ ოთხი წლით არჩეულ პარლამენტსა და საკრებულოებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ პარლამენტებს) არც ერთხელ არ ჩანაცვლებია ახლადარჩეული პარლამენტი ზუსტად ოთხი წლის შემდეგ.

1990 წლიდან, ჩვენი ქვეყნის ყველა პრეზიდენტმა მინიმუმ ნახევარი წლით მაინც გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა, როგორც პარლამენტს, ისე საკრებულოებს. ამით დაირღვა ამომრჩევლის უფლება - ოთხი წლით აირჩიოს თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საარჩევნო ვადის დაცვა მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ სამართლებრივ გარემოში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, თუ მათი წარმომადგენლები არჩევით ორგანოებში არ გაამართლებენ ამომრჩევლების იმედს და ვერ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ისე, როგორც ამომრჩევლებს სურთ, გამოიწვიონ ისინი და უკეთესი, უფრო კომპეტენტური წარმომადგენლებით შეცვალონ.

მთავარი მოთხოვნა, რასაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უყენებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, ის არის, რომ არჩევნების პროცესს ხელისუფლებაში მყოფი პარტია ან პარტიები არ უნდა აკონტროლებდნენ, მათ გაუმართლებელი უპირატესობები არ უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნები ეხება როგორც არჩევნების ჩატარების ვადებს, ისე მეთოდებს.

თავისუფალი სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ არჩევანები თავისთავად არ წარმოადგენს დემოკრატიის გარანტს. დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საარჩევნო სისტემა.

მსოფლიოში რამდენიმე სახის საარჩევნო სისტემას იყენებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გამოყენების დროს ქვეყანა იყოფა დაახლოებით ტოლი ზომის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებად. ამომრჩევლებს შეუძლიათ, ხმა მისცენ ბიულეტენში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.

სისტემის დადებითი მხარე - ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ კენჭისყრაზე დააყენონ თავისი კანდიდატურები, მყარდება პიროვნული კავშირი კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის, არჩეული ორგანო ხასიათდება სტაბილურობის მაღალი დონით.

უარყოფითი მხარე - არჩევითი ორგანოს მანდატების განაწილებისას მხედველობაში არ მიიღება ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა. იკარგება იმ ამომრჩეველთა ხმები, ვინც მხარი დაუჭირა, გამარჯვებულის გარდა, ყველა სხვა კანდიდატს (გამარჯვებულმა შეიძლება ხმების 40% მიიღოს და ეს ყველა სხვა კანდიდატის ხმაზე მეტი აღმოჩნდეს. ამ დროს ამომრჩეველთა 60% რჩება არჩევით ორგანოში წარმომადგენლის გარეშე).

პროპორციული (პარტიული) საარჩევნო სისტემის დროს, პარტიები ადგენენ კანდიდატების საერთო სიებს. ყოველი ამომრჩეველი თავის ერთ ხმას აძლევს მისთვის მისაღებ პარტიას. პარტია, რომელიც გადალახავს კანონმდებლობით დადგენილ პროცენტულ ბარიერს, მიღებული ხმების საერთო რაოდენობის პირდაპირპროპორციულად, იღებს არჩევით ორგანოში ადგილების შესაბამის რაოდენობას.
დადებითი მხარე - მანდატების განაწილებისას გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა. იკვეთება საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ობიექტური სურათი. მრავალპარტიულობის პირობებში, ის უფრო მეტად დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენს, ამომრჩეველი უფრო ადვილად არკვევს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის პოლიტიკურ პოზიციას, ვიდრე უპარტიო კანდიდატისას.
უარყოფითი მხარე - მანდატების განაწილებაში მონაწილეობას ვერ იღებენ ის პარტიები, რომლებმაც ვერ მიიღეს კანონმდებლობით დადგენილი პროცენტული ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობა, იქმნება კარგი ნიადაგი პარტიული სიების გასაერთიანებლად და საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რაც ამომრჩევლებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დააფიქსირონ თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ.

შერეული სისტემა აერთიანებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს. იმ პარტიას, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს, მანდატების უმრავლესობა მოიპოვოს, მაგრამ იმის გარანტიასაც იძლევა, რომ არჩევით ორგანოში იქნება ოპოზიცია სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სახით.
ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მრავალპარტიულობის პირობებში საარჩევნო ბრძოლა არ გადაიზარდოს მხოლოდ პარტიული სიებით ბრძოლაში და არჩევნების პარტიულობა შერწყმული იყოს ცალკეულ კანდიდატებს შორის საარჩევნო ბრძოლასთან, რაც გამორიცხავს პოლიტიკური პარტიების მონოპოლიას კანდიდატების გაყვანაში.
საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პარლამენტის არჩევნები ხორციელდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების გამოყენებით.


სტატია მოამზადა
მარიამ კვაჭაძემ
საარჩევნო ლიტერატურის მასალებზე დაყრდნობით

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
11:00 / 13.09.2017
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919
წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს
დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა,
ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა, ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
12:28 / 12.09.2017
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის
მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს
წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
10:34 / 12.09.2017
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების
არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
17:03 / 11.09.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.