არჩევნები 2017
ენმ- ჩალაუბნის სკოლაში დირექტორმა ჩვენი კანდიდატის საკითხი პედაგოგიურ საბჭოზე განიხილა

გურჯაანში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩალაუბნის საჯარო სკოლა პოლიტიკურ არენად იქცა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პედაგოგიური საბჭო მათი კანდიდატის საკითხის განხილვით დაიწყო.

„გუშინ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში ჩატარებულ პედსაბჭოზე, დირექტორმა ლამზირა ყორჩიშვილმა, საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო პრობლემების ნაცვლად წამოწია ჩვენი კანდიდატის მაკა ფრიდონაშვილის თემა. ქალბატონ ლამზირას პედაგოგებმა მიახვედრეს, რომ ეს არ იყო ყველაზე მომგებიანი საკითხი, რაზეც შეიძლება სკოლის დირექტორს ესაუბრა. მან გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობის სიმძიმე, ერთ-ერთ ჩვენს ნაცნობთან, წყაროს არ დავასახელებ, ხაზი გაუსვა, ეს  მისი ინიციატივა არ იყო და ყველაფერი მოდიოდა გურჯაანის რესურსცენტრის მენეჯმენტის მხრიდან. გუშინ ვფიქრობდით, რომ გვიპირისპირდებოდა „ევროპული საქართველო“. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექტორის უკან დგას მმართველი გუნდი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გიორგი ღვინიაშვილი. ისინი შეთანხმებულად აწარმოებენ ამ კამპანიას, რათა ქალბატონ მაკა ფროდონაშვილს ნებისმიერი გზით მოახსნევინონ კანდიდატურა. ეს ორ სუბიექტს აწყობს, პირველ რიგში „ევროპულ საქართველოს“, რომელიც სოფელ ჩალაუბანში პოზიციებს კარგავს, მეორე კი- ხელისუფლებას. ისინი მაკას მთავარ კონკურენტად განიხილავენ.“

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი პასუხობს.

-„სრული აბსურდი და ცილისწამებაა. ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არც რესურსცენტრს დაუვალებია რამე. " ნაციონალები" ამბობენ, თითქოს მაკას დედას მე დავემუქრე სამსახურიდან გაგდებით, რაც სრული სიცრუეა. ის წინა ხელისუფლების დროს გაათავისუფლეს სკოლიდან და მე დავაბრუნე. მინდა გითხრათ, რომ სულ არ მაინტერესებს ვინ იქნება კანდიდატი“

ჩვენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც დავუკავშირდით. დალი მინდიაშვილმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

Speqtri.ge-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე პირველი მასალა გუშინ მოამზადა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ კანიდიდატს მაკა ფროდონაშვილს, „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ღვინიაშვილი და სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.