რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი - ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად შევძლებ, რომ არსებული გამოწვევები გადაილახოს [R]
პარტია ,,ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არჩილ ხანდამაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მერობის კანდიდატი კახიფარისა და ვაჩნაძიანის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
-“ადგილობრივების თხოვნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად შევძლებ,რომ სოფლებში არსებული გამოწვევები გადაილახოს. მერობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები მათ მხარდაჭერას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების პოტენციალი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ მიმართულებებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს.

-,,ვამაყობ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და მერობის კანდიდატად დამასახელა. სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’’ - აცხადებს ხანდამაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google