არჩევნები 2017
ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები - ვინ არიან პარტიული სიის ლიდერები გურჯაანში

ადგილობრივი თვიმმართველობისა და წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება.


კონკურენცია საკმაოდ მაღალია, პოლიტიკურმა პარტიებმა გამარჯვებისთვის სხვადასხვა გზა აირჩიეს, თუმცა პარტიული სიის პირველ ათეულში თითქმის ყველა მათგანმა გურჯაანისთვის ცნობადი სახეები წარადგინა.

მანდატის მოსაპოვებლად 21 ოქტომბერს მეტწილად ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იბრძოლებენ.

საარჩევნო ბლოკიდან "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერიც - გიორგი პეტრუზაშვილია. ის წინა ხელისუფლების დროს, გურჯაანის გამგებლის მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2014 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ამავე პარტიიდან სიის მეორე ნომერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვასილ უტიაშვილია.

ყოფილი საჯარო მოხელეების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა სასაარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც პარტიული სიის პირველ ნომრად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის ყოფილი სპეციალისტი - თემურ ბუწაშვილი დაასახელა, მეორე ნომერი და ამავე დროს, მერობის კანდიდატია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკა ნიჟარაძე. მესამე ნომრად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ირმა ონაშვილი დაასახელა, რომელიც სხვადასხა წლებში იყო: #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე, იურიდიული პირის "მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორი, არქივის დირექტორი. პარტიული სიის მეოთხე ნომერიაბ - მარინა ლაფაჩიშვილი, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი კობა კუპრაშვილია.

მეორე ნომრად კი, პარტიამ კოალიცია "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ ბერიკაშვილი დაასახელა.

საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” პერტიული სიის პირველი ნომერი და ასევე, მერობის კანდიდატი, გურჯაანის გურამ ჭილაშივილის #4 სარაჯო სკოლის ისტოორის პედაგოგი გია ხელაშვილია.

თავისი შემადგენლობით ცალკე განსახილველი საგანია მმართველი გუნდის პარტიული სია. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” სიის პირველი ნომერი გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილია.

მეოთხე ნომრად სახელდება - გურჯაანის გამგებლის მრჩეველი ელგუჯა ქათამაძე, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარი გახმაურებული მოვლენების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მაშინ გამგებელმა გია გერგიძემ მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა და პოლიცია გამოიძახა. გამგებლის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათ მიერ მოყვანილ მოქალაქეებს მისაღებში შეყვნენ და მის მრჩეველს, ელგუჯა ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მეხუთე ნომრად პარტიამ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი მაია ბეროშვილი წარადგინა, რომელსაც საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, მოუწევს დატოვოს თანამდებობა, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, 42-ე მუხლის „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა“ კ) პუნქტი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;
მეექვსე ნომრად, მმართველი გუნდის პარტიულ სიაში წარდგენილია გურჯაანის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსი ზაზა თოდაშვილი.

მეშვიდე ნომერი კი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი-დალი მინდიაშვილია.

როგორც ქალბატონი დალი „სპექტრთან“ საუბარში აღნიშნავს, 25 სექტემბრიდან შვებულებაში იმყოფება, საკრებულოს წევრად ყოფნა კი, სკოლების პოლიტიზირებას არ განაპირობებს. „ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური, მაგრამ რადგან ასეთი ნდობა გამომიცხადეს, დავთანხმდი. რაც შეეხება სკოლის პედაგოგების პარტიის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე დასწრებას, ეს მათი სურვილია, პედაგოგიც რიგითი ამომრჩეველია და ხომ ვერ წავართმევთ მათ ამ უფლებას?! ესწრებიან იმის გამო, რომ აინტერესებთ, იგეგმება თუ არა ხელფასების ზრდა, გაუმჯობესდება თუ არა მათი მდგომარეობა, ათასი კითხვა აქვთ,“-აღნიშნავს დალი მინდიაშვილი.




სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.