არჩევნები
ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის ოლქში დაფიქსირდა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კახეთის მასშტაბით ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - საგარეჯოს ოლქში. უფრო კონკრეტულად კი ოლქების მიხედვით აქტივობა ასეთია:

N11 საგარეჯოს ოლქი, არჩევანი დააფიქსირა 22 876-მა ამომრჩეველმა, ანუ საერთო რაოდენობის 49.3%-მა.
N12 გურჯაანის ოლქში საარჩევნო უბანზე მივიდა 32 708 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 62.25%-ია.

N13 სიღნაღის ოლქში უბნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობამ შეადგინა 18 122, რაც 60.42%-ია.
N14 დედოფლისწყაროს ოლქში თავის რჩეულ კანდიდატს ხმა მისცა  12 551-მა ამომრჩეველმა, ჯამში 57.26%-მა.

N15 ლაგოდეხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა  20 711, ანუ 53.01%-ია.
N16 ყვარელის ოლქში -  18 094 ამომრჩეველი მივიდა, ანუ საერთო რაოდენობის 63.3%.

17 თელავის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო  33225-მა ამომრჩეველმა,  რაც 58.79%-ს შეადგენს.
N18 ახმეტის ოლქში არჩევანი დააფიქსირა  16 662-მა ამომრჩეველმა, საერთო რაოდენობის 55.2%-მა.

| Print |
FaceBook Twitter Google